ივერიონი / ვახტანგ მაისაია:-"სააკაშვილმა განახორციელა ქვეყანაში სასახლის გადატრიალება"

ვახტანგ მაისაია:-"სააკაშვილმა განახორციელა ქვეყანაში სასახლის გადატრიალება"

   ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ სააკაშვილს უნდა წარედგინოს კიდევ  ახალი მუხლი და ეს არის 315-ე მუხლი. ექსპერტის თქმით სააკაშვილმა განახორციელა ქვეყანაში კლასიკური გადატრიალება.

   -"ეს არის კლასიკური ანუ სასახლის გადატრიალება, როცა ადამიანტა ჯგუფი აჭარბებს უფლებას და უზურპაციას უწევს ხელისუფლებას. ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს დაკავებულია ან დაუსწრებლად აქვს ბრალი წაყენებული, იყო სააკაშვილთან დაახლოებული და დანაშაულებრივ ქმედებებში უშუალო მონაწილენი, ისინი იყვნენ საქრთველოში ხუნტის წარმომადგენლები, რომლებმაც მოახდინეს კონსტიტუციური გადატრიალება. 

აუცილებლად გადასახედია ის, რომ სააკაშვილმა და მისმა თანამოზიარეებმა გამოიყენეს არაფორმალური გასამხედროებული ფორმირებები, ეს იყვნენ სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული გარკვეველი ადამინანები.

   მის წინააღმდეგ დადგება პასუხისმგებლობა ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეზე, რადგან ბაჩო ახალაია ვერ გასცემდა მის გარეშე განკარგულებას და ქვეყნის პირველი პირი აუცილებლად იქნებოდა საქმის კურსში. აქ აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი იმას, რომ სააკაშვილი ტერორიზმის ხელშემწყობ ქმედებას ახორციელებდა, რადგან ცოცხლად გადარცენილი გაწვრთნილი მეომრები ახლა ტერორიზმების რაზმებში იბრძვიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.  ასევე ბრალი უნდა წაეყენოს მუხროვანის გახმაურებულ საქმეზეც და 26 მაისის დარბევაზე, როცა ადამიანები დაიღუპნენ". 

   მაისაიაც თქმით არის კიდევ ისეთი საკითხები, რომლებზეც აუცილებლად უნდა დადგეს ექს-პრეზიდენტის  პასუხისმგებლობა.

   ექსპერტის აცხადებს, რომ მისთვის თეთრი სახლის პოზიცია უფრო მნიშვნელოვანია და არა მაკეინის, რომელიც უკვე პოლიტიკური ისტორიაა.

 

30-07-2014, 11:27
უკან დაბრუნება