ივერიონი / ნორლანდი იმედოვნებს, რომ სააკაშვილთან მიმართებაში შურისძიებას ადგილი არ ექნება

ნორლანდი იმედოვნებს, რომ სააკაშვილთან მიმართებაში შურისძიებას ადგილი არ ექნება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი იმედოვნებს, რომ ყოფილიპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების პროცესში რაიმე ფორმის შურისძიება თავიდან იქნება აცილებული.
 
„აშშ-ის დეპარტამენტის განცხადებაში ასახულია ის წუხილი, რომელიც აშშ-შია, ყოფილიპრეზიდენტის ბრალდებასთან დაკავშირებით. გამოხატულია ასევე იმედი, რომ სამართლებრივი პროცესის წარმოების დროს მოხდება რაიმე ფორმის შურისძიების თავიდან აცილება.  ჩვენ პროცესს ვადევნებთ თვალს და მას დავაკვირდებით", - განაცხადა ნორლანდმა.
 
ამერიკელი დიპლომატის განმარტებით, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, მართლმსაჯულების პროცედურები და კანონის უზენაესობა იყოს უზრუნველყოფილი.
 
 
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ საააკშვილისთვის ბრალის წარდგენას გამოეხმაურა.

30-07-2014, 12:48
უკან დაბრუნება