ივერიონი / კახა მიქაია:„ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენება ადრეც უნდა მომხდარიყო!“

კახა მიქაია:„ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენება ადრეც უნდა მომხდარიყო!“

„დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი კახა  მიქაია   მიხეილ სააკაშვილისადმი ბრალის წაყენების საკითხს გამოეხმაურა: „მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს. ამ პროცესს კი დასავლეთი და არა მარტო დასავლეთი გამადიდებელი შუშით დააკვირდება“. აღნიშნული განცხადება მან „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში გააკეთა.

„ეს ცოტა ადრე უნდა მომხდარიყო, ვფიქრობ რომ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით როგორია დასავლელი პარტიორების რეაქცია,  მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს. ამ პროცესს კი დასავლეთი და არა მარტო დასავლეთი გამადიდებელი შუშით დააკვირდება.

 „კარგი იქნება თუ თავად ჩამოვა, მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება და თავად გასცემს პასუხს. ვფიქრო რომ მისი აქ ჩამოსვლით ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.“

მისივე თქმით, სამართლიანობის აღდგენა ერთბაშად არ მოხდება, ეს რთული  პროცესია . დაჩქარებული  წესით სამართლიანობის აღდგენა დაუშვებელია. პროცესი დაწყებულია, მიმდინარეობს და ლოგიკური დასასრულიც ექნება.

 საუბრის მსვლელობისას მიქაია ზუგდიდში ახალაიების გავლენასაც შეეხო. მისი თქმით, ზუგდიდში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ მათი გავლენა შესუსტებულია.

„ზუგდიდში „ქართული  ოცნების“ გამარჯვებუის  შემდეგ ახალაიების გავლენა მეტ-ნაკლებად შესუსტებულია, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ მთლიანად აღმოფხვრილია. ახალაიების გავლენა რთული იყო მთელი სამეგრელოსთვის,  საზოგადოება გაგებით უნდა შეხვდეს  ამ ყველაფერს. ძნელია 9 წლიანი მარაზმიდან ერთბაშად გამოსვლა.“

კახა მიქაია ბაჩო ახალაიას მიმართ გამამართლებელ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შამათავა იყო გარეწარი, რომელიც ბაჩო ახალიას დაკვეთებს ასრულებდა. ბაჩოს მიმართ კი გამამართლებელი განაჩენი და უდანაშაულოდ ცნობა არასწორია, ახალაიები თავად მეთაურობდნენ ყველა საქმეს, ამიტომ მისი გამართლება მხოლოდ ღიმილის მომგვრელია.

„დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი კაზანტიპის ფესსტივალის გამართვის საკითხსაც გამოეხმაურა. ის სიგუას საქციელს უტაქტოდ მიიჩნევს და  ხელისუფლების გადაწყვეტილებას ეთანხმება.

„სიგუა ძალიან ცუდად მოიქცა, ვეთანხმები იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ხელისუფლებამ მიიღო . არ მიმაჩნია სწორად საზოგადოების აზრი, რომ  ეს ფესტივალი საშიშია. ამასთან დაკავშირებით ერთი რეკომენდაცია მინდა გავაჟღერო: კარგი იქნება თუ  აღნიშნული ფესტივალის შემდეგ  მამაკაცები პროფილაქტიკის მიზნით დისპანსერიზაციას გავლიან. თუმცაღა შინაგანად მსგავსი ფესტივალების ჩატარების   წინააღმდეგი ვარ.“ - განაცხადა მიქაიამ.


ნათია ხარბედია

31-07-2014, 14:48
უკან დაბრუნება