ივერიონი / "სასულიერო პირების დაანონსებული აქცია მიზანმიმართული კამპანიაა, რომ ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას ხელი შეეშალოს"

"სასულიერო პირების დაანონსებული აქცია მიზანმიმართული კამპანიაა, რომ ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას ხელი შეეშალოს"

   მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სასულიერო პირები 14 აგვისტოს ანაკლიაში "კაზანტიპის" საწინააღმდეგო აქციის გამართვას აპირებენ, დღეს ადგილობრივმა მოსახლეობამ "კაზანტიპის" მხარდამჭერი აქცია გამართა.

   აქციის მოაწილეებმა განაცხადეს, რომ ფესტივალი აუცილებლად უნდა ჩატარდეს და სასულიერო პირების დაანონსებული აქცია  მიზანმიმართული კამპანიაა, რათა ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას ხელი შეეშალოს.

   აქციის მონაწილეების თქმით, ფესტივალის ორგანიზატორები საკმაოდ მოწესრიგებული და კულტურული ხალხია. ისინი ფიქრობენ, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის და არ არის საჭირო "რაღაც ცუდის ძიება"

4-08-2014, 17:39
უკან დაბრუნება