ივერიონი / ბარაკ ობამამ ბიძინა ივანიშვილს მილოცვის წერილი გამოუგზავნა

ბარაკ ობამამ ბიძინა ივანიშვილს მილოცვის წერილი გამოუგზავნა

ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს პრეზიდენტ ბარაკ ობამას მილოცვის წერილი გადასცა.


ამის შესახებ  ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ თავად რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა.


ელჩის თქმით, მისთვის დიდი პატივია, რომ შესაძლებლობა მიეცა პრემიერ-მინისტრისთვის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წერილი გადაეცა. ნორლანდმა ბიძინა ივანიშვილს პრემიერ-მინისტრის რანგში წარმატება უსურვა. ამასთან, მან  იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა გაგრძელდება და აშშ გააგრძელებს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას.


ნორლანდის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ივანიშვილის ამერიკაში ვიზიტის საკითხი არ განუხილავთ.

29-10-2012, 13:51
უკან დაბრუნება