ივერიონი / თეა წულუკიანი პარლამენტის თბილისში გადმოსატანად საკანონმდებლო ცვლილებას ამზადებს

თეა წულუკიანი პარლამენტის თბილისში გადმოსატანად საკანონმდებლო ცვლილებას ამზადებს

იუსტიციის ახალი მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით,  ერთ-ერთი პირველი ცვლილება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში შევა, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისიდან თბილისში დაბრუნებას შეეხება. 


"საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა მუშაობს და ერთ-ერთი საკითხი, რომელიც კონსტიტუციაში აისახება, პარლამენტის ადგილმდებარეობას ეხება", -  განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას იუსტიციის ახალმა მინისტრმა თეა წულუკიანმა.


მინისტრის თქმით, პარლამენტის თბილისიდან ქუთაისში გადატანისთვის  საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლები მოუმზადებლები აღმოჩნდნენ. მან ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ საკანონმდებლო ხელისუფლება უნდა იყოს იქ, სადაც არის მთავრობა, რათა  მასზე   ეფექტური კონტროლი განახორციელოს.


დღევანდელ პრესკონფერენციაზე  იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ  ნორა და ემზარ კვიციანის საქმე აუცილებლად განიხილება. დაბრუნდება თუ არა საქართველოში ემზარ კვიციანი და როგორია მისი სამოვავლო გეგმები, წულუკიანისთვის  ჯერჯერობით სრულიად უცნობია.

29-10-2012, 16:03
უკან დაბრუნება