ივერიონი / ვახტანგ ჯაოშვილი:-"ყველას მოვუწოდებ აფრიკის ქვეყნებში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ"

ვახტანგ ჯაოშვილი:-"ყველას მოვუწოდებ აფრიკის ქვეყნებში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ"

   ეთიოპიაში საქართველოს ელჩი ვახტანგ ჯაოშვილი მოსახლეობას აფრიკის ქვეყნებში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს.

   მისი  თქმით,  "ებოლას" ეპიდემიის გავრცელების გამო სხვადასხვა ქვეყნებმა აფრიკის მიმართულებით ავია–რეისები შეაჩერეს.

 დიპლომატის ინფორმაციით, ფატალური შედეგების რიცხვმა უკვე 700-სს გადააჭარბა.

   სამწუხაროდ, უმრავლეს შემთხვევაში მკურნალობა არაეფექტურია, გამოცხადდა კარანტინის ზონები, ბევრმა ქვეყანამ დახურა სკოლები. სხვადასხვა ქვეყნებში ამოწმებენ დასავლეთ აფრიკიდან ჩამოსულ ხალხს. ყველას მოვუწოდებ აფრიკის ქვეყნებში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ", – განაცხადა ჯაოშვილმა.

 

6-08-2014, 16:44
უკან დაბრუნება