ივერიონი / ემზარ კვიციანი ხელახალ გამოძიებას ითხოვს!

ემზარ კვიციანი ხელახალ გამოძიებას ითხოვს!

პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანის მეუღლე თეთნულდი ანსიანი საქართველოში დაბრუნდა.


როგორც მან "რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, ემზარ კვიციანიც მალე დაბრუნდება და ის მისი საქმეების თავიდან გამოძიებას მოითხოვს. "უნდა მოხდეს იმ პროცესების ხელახალი გამოძიება, რაც ემზარისა და მთელი ჩვენი ოჯახის წინაშე მიმდინარეობდა", - აცხადებს თეთნულდი ანსიანი.


შეგახსენებთ, რომ დღეს ამ საკითხს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც გამოეხმაურა.


"თუ ჩამოვა ემზარ კვიციანი საქართველოში და მას ექნება მზაობა იმაზე, რომ გადაიხედოს მისი საქმეები, მაშინ ჩვენ შევისწავლით მის საქმეს. რაც შეეხება ნორა კვიციანს, მისი დაპატიმრება სრულიად უკანონოდ მოხდა და მისი საქმე, უკვე მერამდენე წელია, გაგზავნილია ევროპულ სასამართლოში", - აცხადებს წულუკიანი.


შეგახსენებთ, რომ ემზარ კვიციანიანმა 2006 წელს კოდორის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ დატოვა საქართველო. ის ამ დრომდე იძებნება.

29-10-2012, 19:31
უკან დაბრუნება