ივერიონი / ირაკლი ღარიბაშვილი მოადგილეებს ოფიციალურად წარადგენს

ირაკლი ღარიბაშვილი მოადგილეებს ოფიციალურად წარადგენს

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას დღეს თავის მოადგილეებს ოფიციალურად  წარუდგენს. ამის შესახებ სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება. 

 

არსებული ინფორმაციით, მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის თანამდებობას, "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ლევან იზორია დაიკავებს. სხვა მოადგილეების პოსტებს სავარაუდოდ, ალეკო ტაბატაძე, გელა ხვედელიძე და თედო კობახიძე დაიკავებენ.

 

გარდა ამისა, შს მინისტრის მოადგილის პოსტს  შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე შალვა ჯანაშვილი შეინარჩუნებს.

 

შეგახსენებთ, რომ მინისტრთა უმრავლესობამ საკუთარი მოადგილეების ვინაობა გუშინ დაასახელა.

 

30-10-2012, 16:58
უკან დაბრუნება