ივერიონი / ოოოხ, ეს მიშას ხუშტურები, ანუ, რატომ ვედავებით აქლემის ქურდს ნემსის მოპარვას?!

ოოოხ, ეს მიშას ხუშტურები, ანუ, რატომ ვედავებით აქლემის ქურდს ნემსის მოპარვას?!

  უცნაური და შეიძლება თამამად  ითქვას, სასაცილო ხალხი ვართ ქართველები - არა მარტო საკუთარ თვალში    დირეს  ვერ ვამჩნევთ, არამედ, იმაზე ვვიშვიშებთ, ფეხსაცმლის წვერი როგორ დაგვესვარა  "ავგიას თავლაში"!

 მიხვდით, ალბათ:მიშას ხუშტურებზე მოგახსენებთ,  რომელსაც საზოგადოების  მხრიდან ერთი  ვაი-უშველებელი მოჰყვა. 

 კაცი 9 წელიწადი თავზე გვაჯდა მთელი სიგრძე-სიგანით, როგორც მოეპრიანებოდა, ისე გადაგვივლიდა-გადმოგვივლიდა, კონსტიტუციაც ტანზე  ჩოხასავით ჰქონდა მორგებული და ქვეყნის ბიუჯეტიც პირში ჩადებული (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით) და თურმე ... წარმომადგენლობით ხარჯებში ჰქონია გარღვევა!.. 

  სასაცილოა,ასეთ  კაცს 8 მილიონის არამიზნობრივად ხარჯვას ედავებოდე - თუნდაც ძვირადღირებული ქიშმირის პალტოს შესაძენად, ასევე ძვირადღირებული უცხოელი მასაჟისტის დასაქირავებლად, გიგილოს გასახდუნებლად, ან თუნდაც ვერა ქობალიას სიამოვნებისთვის ჰქონდეს დახარჯული...

  9 წლის მანძილზე  ბატონი მიშა და მისი პირსისხლიანი ბანდა, რაც მოეპრიანებოდათ, იმას აკეთებდნენ -  სახელმწიფოს ბიუჯეტი უცერემონიოდ ჯიბეში ჩაიდეს,  ქვეყანა საკონცენტრაციო ბანაკად აქციეს, ქუჩაში სასაკლაოები მოგვიწყვეს, ერთი სიტყვით, მაპატიეთ გამოთქმისთვის, ბოლომდე  გაგვაბახეს და ახლა აქლემის ქურდს ნემსის მოპარვას ვედავებით?! 

   სასაცილოა, სააკაშვილზე მხოლოდ შიდა ძებნის გამოცხადებაც, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი საზღვარს უპრობლემოდ ვერ გადმოკვეთავს. უფრო უპრიანი ხომ არ იქნებოდა, წითელი ცირკულარით ძებნა გამოგვეცხადებინა და საქართველოში გაკოჭილი ჩამოგვეყვანა ?!

  ეტყობა, ამის გაკეთება რთულია: ჯერ ერთი, მიშას თავგადაკლული "მეგობრების"- ე.წ დემოკრატიის მამამთავრების  "აღშფოთების " გამო და მეორეც, დაჭერილი მიშა დღევანდელ ხელისუფლებას ეტყობა  არ  სჭირდება - მთავარია, საქართველოში არ ჩამოვიდეს და  ბუნტი არ მოაწყოს.

 ისე, კაცმა რომ თქვას, ექს-პრეზიდენტს სხვა "სიკეთესთან" ერთად მოსიარულე"მაოხრებელი გზირის" მეტსახელიც მოუხდებოდა. 

 

 

 

საბა საბახტარაშვილი 

 

15-08-2014, 10:43
უკან დაბრუნება