ივერიონი / ჯანდაცვის სამინისტროში რეცეპტის ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით სემინარი გაიმართება

ჯანდაცვის სამინისტროში რეცეპტის ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით სემინარი გაიმართება

   ჯანდაცვის სამინისტროში რეცეპტის ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო სემინარები გაიმართება. სემინარები ყოველდღე ჩატარდება, დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
  "გაცნობებთ, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მე-10 სართულზე ფუნქციონირებს სემინარების ოთახი, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს (ექიმი სპეციალისტი, ოჯახის ექიმი, სოფლის ექიმი, კლინიკის მენეჯერი) ექნება საშუალება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია რეცეპტებთან (ფორმა N3) დაკავშირებით. სემინარები გაიმართება ყოველდღე 12:00; 14:00; 16:00; 18:00 საათზე. ინფორმაციისთვის დაუკავშირდით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს, ნომერზე - 1505"." - აღნიშნულია განცხადებაში.

18-08-2014, 18:00
უკან დაბრუნება