მთავარი გვერდი > "ნაციონალები" საკუთარ თავს დაიჭერენ?!

"ნაციონალები" საკუთარ თავს დაიჭერენ?!


31-10-2012 / 12:20

"ნაციონალები" იმდენად გათავხედდნენ, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობას ითხოვენ. ეს ის კომისიაა, რომელსაც თინა ხიდაშელმა უნდა უხელმძღვანელოს და რომელმაც ბევრ გახმაურებულ საქმეს წერტილი უნდა დაუსვას.


მართალია, ოდიოზური "ნაცფიგურები" უმრავლესობას დღეს პარლამენტის იმუნიტეტი იცავს (ზოგმა კი დრო იხელთა და თვალს მოეფარა. ასე მაგალითად, ადეიშვილი, შაშკინი, ძმები ახალაიები და ა.შ.), მაგრამ დეპუტატის მანდატი არ უნდა გახდეს ის დამცავი მექანიზმი, რომელიც "ნაციონალებს" კონკრეტული დანაშაულობებისგან თავის არიდების საშუალებას მისცემს.


როგორც ცნობილი გახდა, "ნაცები" ამ საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტში უახლოეს მომავალში შევლენ. გარდა საგამოძიებო კომისიისა, ისინი დროებით საგამოძიებო კომისიების თავმჯდომარეთა პოსტებსაც ითხოვენ.


ეტყობა, უტიფრობას საზღვარი არა აქვს. რამდენად იქნება შესაძლებელი "ნაციონალებმა" თავიანთივე დანაშაული ობიექტურად და მიუკერძოებლად გამოიძიონ, ძნელი საკითხია, უფრო სწორედ, განხილვას არ ექვემდებარება.


ცხადია, "ქართული ოცნება" ამ გამოწვევას არ დათანხმდება. პირიქით, საზოგადოება მათგან გახმაურებული დანაშაულებრივი ქმედებების დროულად გამოძიებას და დამნაშავეთა დაპატიმრებას ითხოვს, წინა ხელისუფლების რა ვერტიკალზეც არ უნდა ვრცელდებოდეს იგი.


უკან დაბრუნება