ივერიონი / დიმიტრი ლორთქიფანიძე: საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება არ იქნება!

დიმიტრი ლორთქიფანიძე: საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება არ იქნება!

მიუხედავად იმისა, რომ ეს მსოფლიოში დაშვებულია, გპირდებით, საქართველოში არ იქნება ერთსქესიანთა ქორწინება,  თუნდაც ამას ომბუდსმენის პოსტზე ჩემი კანდიდატურა შეეწიროს. ამის შესახებ "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილმა ერთ-ერთმა კანდიდატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა.


მისივე განმარტებით, ის ეყრდნობა კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რომელიც ადამიანთა თანასწორუფლებიანობას უზრუნვეყოფს. "ახლა, როცა დევნილები და პატიმრები სავალალო მდგომარეობაში არიან, ჩემს გამონათქვამებზე ყურადღების გადატანა უადგილოა. სამწუხაროდ, დასანანია, რომ არ მომეცა საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით აზრის გამოთქმის შესაძლებლობა, სადაც ეკა კვესიტაძის გადაცემაში სახალხო დამცველის კანდიდატებზე იყო საუბარი", - აცხადებს ლორთქიფანიძე.


დიმიტრი ლორთქიფანიძე სახალხო დამცველის სასურველ კანდიდატებად ლია მუხაშავრიასა და გელა ნიკოლაიშვილს მიიჩნევს."რაც შეეხება ნინა ხატისკაცს, მან მოხსნა კანდიდატურა სხვა კანდიდატის სასარგებლოდ. გამოჩნდა კიდევ ერთი კანდიდატი - ნათია იმნაძე, რომელსაც იმედია, ექნება საზოგადოებასთან კონტაქტი და მოემსახურება მის ინტერესს",  - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

31-10-2012, 12:56
უკან დაბრუნება