ივერიონი / დიმიტრი ხუნდაძე:–"პირველი და მეორე ჯგუფის მედიკამენტები მოზარდებზე რეცეპტითაც კი არ გაიცემა"

დიმიტრი ხუნდაძე:–"პირველი და მეორე ჯგუფის მედიკამენტები მოზარდებზე რეცეპტითაც კი არ გაიცემა"

   მედიკამენტების ახალ რეგულაციებზე უკვე რამდენიმე დღეა არაერთი მოსაზრება გამოითქვა, საზოგადოების ნაწილმა ახალ რეგულაციას უარყოფითი შეფასება მისცა, ნაწილმა კი საკმაოდ მოსახერხებლად და დროულად მიიჩნია ეს კანონი. 

   ამ თემას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე გამოეხმაურა და განაცხადა:

 

   –"საზოგადოებაში გარკვეული მღელვარება გამოიწვია ამ საკითხმა და მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილო დარჩა. ჩვენი გაკვირვება სწორედ ამ უკმაყოფილებამ გამოიწვია, რადგან, ჩვენ მათ ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ. ჩვენ ვიცავთ მოქალაქეების ჯანმრთელობას. მედიკამენტები უნდა გაიცემოდეს მიზნობრივად, ეს უნდა ხდებოდეს ექიმის დანიშნულებით და მოქალაქეებს სხვა მიზნებისათვის წამლის გამოყენება არ უნდა შეეძლოთ.

    გადავწყვიტეთ პირველი და მეორე ჯგუფის პრეპარატები დავუქვემდებაროთ რეცეპტის გაცემის წესს. პირველი ჯგუფის პრეპარატები განსაკუთრებული ყურადღების ღირსია, ესენია ნარკოტიკული პრეპარატები და მასთან გათანაბრებული პროდუქტი. პირველი ჯგუფი აქამდეც ექვემდებარებოდა რეცეპტს. მეორე ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც აქამდე არ ექვემდებარებოდა რეცეპტის გაცემის წესს, ახალი კანონმდებლობით დაექვემდებარება აღნიშნულს. მესამე ჯგუფის პრეპარატები გაიცემა ურეცეპდოტ.

    აღნიშნული რეგულაციები სააფთიაქო ნარკომანიას საგრძნობლად შეამცირებს და მინიმუმამდე დაიყვანს." 

   მისივე განცხადებით მცირეწლოვანებზე წამლის გაყიდვის აკრძალვასაც ამოქმედდება და 2014 წლის პირველი იანვრიდან პირველი და მეორე ჯგუფის მედიკამენტები მათზე რეცეპტითაც კი არ გაიცემა.

 

21-08-2014, 17:10
უკან დაბრუნება