ივერიონი / კიდევ რა საიდუმლოს მალავს ვლადიმერ ბედუკაძე?

კიდევ რა საიდუმლოს მალავს ვლადიმერ ბედუკაძე?

ლადო ბედუკაძის ოჯახი საქართველოში ბრუნდება. ამის შესახებ ორგანიზაცია "ჩემი საქართველოს" თავმჯდომარემ ელისო კილაძემ განაცხადა.     

   
მისივე თქმით, ბედუკაძის ოჯახის მიმართ  მიზანმიმართული ზეწოლა ხორციელდებოდა, ამიტომ მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის   შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს.


"სოზარ სუბარის განცხადებით, შესაძლოა  ბედუკაძის ლიკვიდაცია მოხდეს . ვიცი, რომ თუ ბედუკაძეს დანაშაული დაუდსტურდა, ის  მზადაა პასუხიც აგოს. ამჟამინდელი ვითარებით არ დასტურდება მისი ინტერპოლით ძებნაც, თავისუფლად გადაადგილდება და ხვდება ჟურნალისტებს.  ვფლობ ინფორმაციას, რომ დავით ბედუკაძე  მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბევრ დეტალს არ ახმოვანებს.  როდესაც  მისი პოლიტიკური თავშესაფრით უზრუნველყოფა მოხდება, ყველაფერს ნათელი მოეფინება. მე აქ მისი დავალებით ვარ!" - განაცხადა  ელისო კილაძემ.

31-10-2012, 14:43
უკან დაბრუნება