ივერიონი / დავით კირვალიძეს ხუთი მოადგილე ეყოლება

დავით კირვალიძეს ხუთი მოადგილე ეყოლება

სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ დღეს ჟურნალისტებს  ოთხი მოადგილე გააცნო.


მინისტრის პირველი მოადგილე დავით შერვაშიძე, მეორე მოადგილე კი შალვა ფიფია იქნება. ასევე მოადგილედ დაინიშნება ილია კვიტაიშვილი, ხოლო მეოთხე მოადგილედ დავით გალიგაშვილი.


 როგორც  კირვალიძემ განაცხადა, მას მეხუთე მოადგილეც ეყოლება, თუმცა  მისი კადიდატურა ბოლომდე შეთანხმებული არ არის.


ილია კვიტაიშვილი მსოფლიო ბანკსა და  ასევე USAID-ის პროგრამებში მუშაობდა.


შალვა ფიფია სხვადასხვა დროს "მილენიუმის" პროგრამაში და ეუთო-ში მუშაობდა. რაც შეეხება დავით გალიგაშვილს, ის სხვადასხვა დროს იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილე და ეროვნულ ბანკში მუშაობდა.

31-10-2012, 16:46
უკან დაბრუნება