ივერიონი / დავით ნარმანია: საზაფხულო სკოლაში სხვადასხვა ქვეყნის 40 სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას

დავით ნარმანია: საზაფხულო სკოლაში სხვადასხვა ქვეყნის 40 სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას

    თბილისის მერი დავით ნარმანია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინგლისურენოვანი საერთაშორისო საზაფხულო სკოლის  "კარგი მმართველობა" გახსნას დაესწრო.
   თბილისის მერის თქმით, საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი და აუცილებელია სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლა. ეს პრაქტიკა საქართველოში ახალია და  საჭიროა მისი განვითარება, რათა სტუდენტებმა უნივერსიტეტს გარეთ მიიღონ მათთვის აუცილებელი უნარჩვევები. "დღეს, როგორც არა მხოლოდ ქალაქის მერი, არამედ როგორც უნივერსიტეტელი და უნივერსიტეტის პროფესორი, განსაკუთრებით ვხედავ ამის საჭიროებას და აუცილებლობას" - განაცხადა ნარმანიამ.

25-08-2014, 13:54
უკან დაბრუნება