ივერიონი / პატიმრები ციხის დირექტორის გათავისუფლებას მოითხოვენ

პატიმრები ციხის დირექტორის გათავისუფლებას მოითხოვენ

პატიმტრები რუსთავის მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულების ახლად დანიშნული დირექტორის ლევან აბურჯანიას თანამდებობიდან გათავისუფლებას  ითხოვენ.


ლევან აბურჯანია ყოფილი პოლიციელია, რომელიც პატიმრებს ემუქრება. ამაზე პატიმრები საუბრობენ. გავრველებული ინფორმაციით, აბურჯანია პატიმრებს ახალაიების მიერ შემუშავებული წამების  მეთოდების გამოყენებით დაეიმუქრა. აბურჯანიას დანიშვნის შემდეგ დაიკეტა ციხის ეკლესიაც. "ლოცვა თუ გინდოდათ, გარეთ გელოცათო", - უთქვამს მას პატიმრებისთვის. პატიმრები იმასაც ამბობენ, რომ წინა დირექტორობის დროს უკეთესი პირობები იყო, ახლა კი მობილურზე დარეკვის შესაძლებლობა შეეზღუდათ.                                
პატიმრების თქმით, ახალმა დირექტორმა დააბრუნა ძველი კადრები, რომლებიც პატიმრებს შეურაცხყოფდნენ. ამჟამადაც  მე-16 საპყრობილის კარცერიდან პატიმრების გამოშვების მოთხოვნით, ხუთი მსჯავრდებული შიმშილობს.

31-10-2012, 17:41
უკან დაბრუნება