ივერიონი / უკრაინის სამხედრო ძალების გადაადგილების შესახებ ინფორმაცია საჯარო არ იქნება

უკრაინის სამხედრო ძალების გადაადგილების შესახებ ინფორმაცია საჯარო არ იქნება

    უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის გენადი ზუბკოს განაცხადებით, ყველა ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაადგილების შესახებ დახურული იქნება.
  "დღეს არც ერთი ინფორმაცია უკრაინის სამხედრო ძალების გადაადგილების შესახებ არ იქნება საჯარო, ვინაიდან გუშინ,  განცხადების შემდეგ, რომ სამხედრო ძალები სტარობეშევოს მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, მათ "გრადის" ტიპის საარტილერიო დანადგარებიდან ცეცხლი გაუხსნეს", - აღნიშნა ზუბკომ.

 

28-08-2014, 19:25
უკან დაბრუნება