ივერიონი / შოთა მურღულია:-"იმ პროექტების უმეტესობა დასრულდება რაც წინა მთავრობამ ვერ აითვისა"

შოთა მურღულია:-"იმ პროექტების უმეტესობა დასრულდება რაც წინა მთავრობამ ვერ აითვისა"

   ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, ლადო ასათიანის ქუჩაზე დასრულებული და მიმდინარე გზის საფარის სამუშაოების მონიტორინგი განახორციელა. ასათიანზე 6 ჩიხიდან სამუშაოები 5-ში უკვე დასრულდა. სამუშაოები მე-4 ჩიხში მიმდინარეობს და სექტემბრის ბოლომდე დასრულდება. ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემები შიცვალა, ამორტიზებული წყლის მილები შკეთდა და ასფალტის საფარი მოეწყო.სამუშაოებს ,,გაზამშენი-21" ახორციელებს.

   -,,ეს ერთ ერთი მაშტაბური პროექტია, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. წელს 58 ქუჩა კეთდება, ასევე იმ პროექტების უმეტესობა დასრულდება რაც წინა მთავრობამ ვერ აითვისა. წელს ინფრასტრუქტურის მხრივ საკმაოდ საინტერესო წელი გვაქვს.მომავალ წელს ვგეგმავთ ტემპებს კიდევ უფრო მოვუმატოთ"-განაცხადა შოთა მურღულიამ.

დავით ცხვარაძე

29-08-2014, 15:20
უკან დაბრუნება