ივერიონი / რაში დაარწმუნა პოროშენკომ პუტინი?

რაში დაარწმუნა პოროშენკომ პუტინი?

   ახალგაზრდული ბანაკის "სლეიგერის" წევრებთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინელმა კოლეგამ ის დაარწმუნა, რომ რუსი სამხედროები სამშობლოში დაბრუბდებიან.
   -"უკრაინის პრეზიდენტმა დამარწმუნა, რომ რუს სამხედროებს რუსეთს გადმოსცემენ, როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ და ვაკეთებთ უკრაინელ სამხედროებთან მიმართებაში. ისიც არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ უკრაინელ სამხედროებს სამედიცინო დახმარება რუსეთის საავადმყოფოებში გაეწიათ. ასე რომ, ჩვენთვის სამხედროების გადმოცემა მხოლოდ ტექნიკური საკითხია".
   პუტინმა ხაზგასმა გააკეთა იმაზე, რომ უკრაინელი სამხედროები საკმაოდ ხშირად ხვდებიან რუსეთის ტერიტორიაზე.
   -"ისინი ხშირად ამბობენ, რომ უბრალოდ გზა აერიათ, და ეს იარაღით და საბრძოლო ტექნიკით, მაგრამ მჯერა ამ არგუმენტის, რადგან იქ არ არის მარკირებული საზღვარი".

29-08-2014, 16:22
უკან დაბრუნება