ივერიონი / რასმუსენი:-"მოსკოვი სეპარატისტების ტანკებით, ჯავშანტექნიკით, საარტილერიო და სარაკეტ - მტყორცნებით მომარაგებას განაგრძობს"

რასმუსენი:-"მოსკოვი სეპარატისტების ტანკებით, ჯავშანტექნიკით, საარტილერიო და სარაკეტ - მტყორცნებით მომარაგებას განაგრძობს"

   ნატო- უკრაინის კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ  ნატო-ს გენერალურმა მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში  პირდაპირ სამხედრო ოპერაციებს ახორციელებენ, რასაც სერიოზული ესკალაცია მოჰყვა.
    -"ნატო- უკრაინის კომისიის შეხვედრა უკრაინის თხოვნით გაიმართა. მიუხედავად მოსკოვის უარყოფისა,  ნათელია, რომ აღმოსავლეთ და სამხრეთ - აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ჯარებმა და აღჭურვილობამ  საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს.  ეს არ არის იზოლირებული აქცია, ეს არის  ნაწილი იმ  საშიში ქმედებისა, რაც მრავალი თვის განმავლობაში მიმდინარეობს, რათა უკრაინის, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს  დესტაბილიზაცია მოახდინოს. უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალები  პირდაპირ სამხედრო ოპერაციებს ახორციელებენ. მოსკოვი სეპარატისტების ტანკებით, ჯავშანტექნიკით, საარტილერიო და სარაკეტ - მტყორცნებით მომარაგებას განაგრძობს. რუსეთი აგრძელებს შეინარჩუნოს ათასობით საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანილი ჯარისკაცი უკრაინის საზღვრებთან. ეს უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევაა. ზემოაღნიშნული კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის ყველა დიპლომატიურ ძალისხმევას უკიდურესად აბრკოლებს.

   დღეს ჩვენ  უკრაინის მიმართ  მტკიცე სოლიდარობა გამოხატეთ. ნატო-ს უელსის სამიტზე მომავალ კვირას, ჩვენ პრეზიდენტ პოროშენკოს შევხვდებით, რათა ნათლად დავაფიქსიროთ ნატო-ს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ჩვენ ვგმობთ, რომ რუსეთი კვლავაც აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების იგნორირებას".

29-08-2014, 16:34
უკან დაბრუნება