მთავარი გვერდი > 1-2 სექტემბერს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება

1-2 სექტემბერს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება


30-08-2014 / 13:34

1-2 სექტემბერს  ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება

   1-2 სექტემბერს ბრიუსელში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომელზეც პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე   ევროპელ კოლეგებთან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, რეგიონში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებს. 

    როგორც ცნობილია საუბარი შეეხება ასევე საქართველო-ევროკავშირის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს. დაგეგმილია ასევე დოლიძისა ევროკავშირში საქართველოს საკითხზე მომხსენებლის ანდრეის მამიკინის  შეხვედრაც. 

   ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საუბარი შეეხება ასევე  უკრაინაში, ერაყში, ღაზასა და ლიბიაში მიმდინარე მოვლენებს.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის ფორმატთან და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, ვიქტორ დოლიძის და ახლადარჩეული ევროპელი პარლამენტარების 14 ორმხრივი შეხვედრაა დაგეგმილი.

 


უკან დაბრუნება