მთავარი გვერდი > ლარსის სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია

ლარსის სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია


30-08-2014 / 14:27

ლარსის სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია

  დარიალის ხეობაში, ლარსის სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია.

   ამ დროისათვის, ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტი  რამდენიმე ერთეულმა მსუბუქმა ავტომობილმა უკვე გადაკვეთა. სატრანსპორტო მოძრაობას, უსაფრთხოების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით რეჟიმში ამოქმედდა. ადგილზე მიმდინარე სამუშაოებიდან გამომდინარე, გადაადგილება დღე-ღამის გარკვეულ მონაკვეთებში კვლავ შეზღუდული დარჩება.

სტიქიის ზონაში უკვე იმყოფებოდა პრემიერ მინისტრი

   ადგილზე ამ დრომდე რჩებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, სახელმწიფო სამშენებლო კომპანიისა და სხვა უწყებების ხელმძღვანელი პირები.

   დარიალის ხეობა უკვე დატოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.


უკან დაბრუნება