მთავარი გვერდი > ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეგელი საქართველოს ეწვევა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეგელი საქართველოს ეწვევა


31-08-2014 / 13:35

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეგელი საქართველოს ეწვევა

   პენტაგონის პრეს-სპიკერის, ადმირალ ჯონ კირბის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეგელი საქართველოს ეწვევა. საქართველო აშშ-სა და ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი შესაძლებლობების მქონე პარტნიორია.

   საქართველოში ვიზიტი სექტემბრის დასაწყისში, ნატოს უელსის სამიტის შემდეგ შედგება.

   ადმირალ კირბის თქმით, საქართველოს შეიარაღებული ძალები როგორც ერაყში, ასევე ავღანეთში აშშ-ის ღირებული პარტნიორია. აშშ-ის თავდაცვის მდივანს დიდი სურვილი აქვს ქართველ ხალხს მათ მიერ შეტანილი წვლილისა და გაღებული მსხვერპლის გამო მადლობა გადაუხადოს.

   აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრეს-სპიკერის განცხადებით, საქართველოში ვიზიტის დროს, უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებული საკითხები აშშ-ის თავდაცვის მდივნის დღის წესრიგში ძირითადი თემა იქნება.

 


უკან დაბრუნება