ივერიონი / დღეიდან სასწრაფო დახმარების გამოძახებების კლასიფიკაცია პრიორიტეტების მიხედვით მოხდება

დღეიდან სასწრაფო დახმარების გამოძახებების კლასიფიკაცია პრიორიტეტების მიხედვით მოხდება

   გარდა იმისა, რომ დღეიდან წამლები რეცეპტის გარეშე არ გაიყიდება, სამედიცინო სფეროში სხვა სიახლეებიც წესდება, კერძოდ  ახალი რეგულაცია წესდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაზე.

   სასწრაფო დახმარების გამოძახებების კლასიფიკაცია პრიორიტეტების მიხედვით მოხდება და ადგილზე მისვლა არა რიგითობის, არამედ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე განხორციელდება. აი, პრიორიტეტებს კი თავად დისპეტჩერები განსაზღვრავენ: 

   -"დავუშვათ გამოძახებაა ავტოსაგზაო შემთხვევასა და გაციებაზე. რა თქმა უნდა, პრიორიტეტი ამ შემთხვევაში ავარია იქნება. თუმცა, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ რაიმე გამოძახებაზე სასწრაფო უარს იტყვის, რადგან ნებისმიერი მარტივი ჩივილის უკან შეიძლება ძალიან დიდი გართულება იყოს. იმის დანერგვას, რასაც ჩვენ ვაპირებთ წინაჰოსპიტალურ ეტაპზე გამოძახებების კატეგორიზაციაა და მისი ამოცანაა, რომ საჭიროების მიხედვით მოხდეს ადგილზე მისვლა", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

 

1-09-2014, 00:35
უკან დაბრუნება