ივერიონი / უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანები ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე

უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანები ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე

  ავღანეთში ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული ქართული ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანებს წარმატებით ახორციელებენ.
  სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ყანდაღარის პროვინციაში აშშ-ის სამოქალაქო კონტრაქტორების უსაფრთხოებას უკვე თვეზე მეტია იცავენ. ისინი კონტრაქტორების გადაადგილებასა და ავღანურ ბაზაზე მათი საქმიანობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. ქართველ სამხედროებს სამოქალაქო კონტრაქტორები ყანდაღარის საავიაციო ბაზიდან ბაზა "HEღO"-ზე ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორებით გადაჰყავთ. კონტრაქტორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ადგილზე, ბაზა "HEღO"-ზეც გრძელდება. აშშ-ის სამოქალაქო კონტრაქტორები ავღანელებს სამხედრო ბაზა "HEღO"-ზე სამხედრო ტექნიკის ექსპლუატაციას და რემონტს ასწავლიან.
  საქართველოს შეიარაღებული ძალების სამთო-სადაზვევრო ბატალიონის სამხედროებს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანების წარმატებით შესრულებისთვის სერთიფიკატებიც გადაეცათ.
  ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული სამთო-სადაზვერვო ბატალიონი IშAF-ის მისიას რამდენიმე თვეში დაასრულებს და სამშობლოში დაბრუნდება.

2-09-2014, 12:26
უკან დაბრუნება