ივერიონი / ომარ ნიშნიანიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა ჩავცოცხოთ და პოლიტიკურ ნაგავში უნდა გადავყაროთ“!

ომარ ნიშნიანიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა ჩავცოცხოთ და პოლიტიკურ ნაგავში უნდა გადავყაროთ“!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, ერთი დიდი ცოცხია საჭირო იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩაიცოცხოს და პოლიტიკურ ნაგავზე იქნას გადაგდებული.


როგორც ნიშნიანიძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საპარლამენტო უმცირესობას ცოტა უნდა მოეცადა და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მთავრობა გალიით ჩამოუყვანდა აქ.


“იმედი მქონდა ჩვენი უმცირესობა რაღაცას  მაინც ისწავლიდა. ცოტა მაინც მოეგებოდა გონს. ცოტა მაინც შეიცვლებოდა მათი რიტორიკა. იქნებ მეთქი ბოდიში მაინც მოუხადონ ქართველ ხალხს ჩადენილი დანაშაულისთვის, მაგრამ შენც არ მომიკვდე. მათი რიტორიკა კიდევ უფრო აგრესიული გახდა, მათი დამოკიდებულება თუნდაც ქვეყანაში მიღწეული გარკვეული წარმატებების მიმართ არის გარკვეული დესტრუქციული.


დიდი იმედი არც მქონდა მათი გამოსწორების. ეს დამნაშავეები როგორც გოშიები, ისე ეახლნენ მიხეილ სააკაშვილს სარფში და ქვეყნის დამაქცეველ კაცს კუდებს უქიცინებდნენ იქ. ამის შემდეგ რა უნდა იფიქროს ამათზე საქართველოს მოსახლეობამ. თქვენ გგონიათ, ქართველ მოსახლეობას რამე დაავიწყდება? თქვენ უფრო გაქვთ სკლეროზი და ჩემი თხოვნა იქნება, ჩემი ხელფასიდან შემოვიტანოთ „ბილობილი“, ნებით თუ არა ძალით გავაღებინოთ პირი და ძალით დავალევინოთ ეს წამალი, რომ იქნებ გამოფხიზლდნენ. დიდი იმედი არ მაქვს, მაგრამ იქნებ გეშველოთ რამე. ჩემო კარგებო, მე მიმაჩნია, რომ ერთი კაი დიდი ცოცხი მართლაც საჭიროა, მაგ საქმისთვის არა თქვენ რომ გაიფიქრეთ, იმისათვის არის საჭირო, რომ თქვენ ჩაგცოცხოთ და პოლიტიკურ სანაგვეზე გასაყრელები ხართ“, - განაცხადა ნიშნიანიძემ.

3-09-2014, 15:10
უკან დაბრუნება