ივერიონი / გარდაუვალია თუ არა რუსეთ-ამერიკის ომი?

გარდაუვალია თუ არა რუსეთ-ამერიკის ომი?

   პოლ კრეიგ რობერტსი-ამერიკელი ეკონომისტი, ბლოგერი და 21-ე საუკუნის ამერიკის პოლიტიკის გამკრიტიკებელი. ის აკრიტიკებს ბარაკ ობამას და ჯორჯ ბუშის(უმცროსი) პოლიტიკას. რობერტსი წარსულში იყო აშშ-ს ფინანსთა მინისტრის მოადგილე როლანდ რეიგანის ადმინისტრაციაში. იყო პასუხისმგებელი ამერიკის საშინაო ეკონომიკური მდგომარეობისა. არის ჟურნალ "Wall Street Journal"-ის ერთ-ერთი რედაქტორი. 

   ამერიკელი ოფიცერი პოლ კრეიგ რობერტსი აცხადებს, რომ თუ უკრაინა ევროკავშირში შევა, გახდება ნატოს წევრი და დაიმკვიდრებს ადგილს ალიანსში, აშშ შეძლებს რაკეტების განთავსებას რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, ასევე შეძლებს უკრაინის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ბაზების განლაგებას, ეს კი მოსკოვის არსებულ პოტენციალს შეასუსტებს. ეს შესაძლებელს გადხის შეაჩეროს რუსეთის დომინირება დასავლეთზე. 

   -"თავდაპირველად მეგონა, რომ ვაშინგტონმა დაკარგა უკრაინაში შექმნილი სიტუაციის კონტროლი, მაგრამ შემდეგ კარგად დავინახეთ, ვაშინგტონი მიხვდა უკრაინაში არსებული საპროტესტო ტალღის ლიდერების სისუსტეს, დაინახა, რომ ამ ლიდერებს არ შეუძლიათ ძალაუფლების ხელში აღება და დაიწყო მუშაობა მემარცხენე რადიკალებთან და ულტრა-ნაციონალისტებთან.

   ვაშინგტონის პოზიცია ისეთია, რომ რაც მის ინტერესებშია, ყველაფერი კანონიერია. დანარჩენი ყველაფერი, რაც მას გზაზე ეღობება, ყველაფერი უკანონოა და არღვევს ადამიანის უფლებებს. ობამას არ აინტერესებს ყირიმში მცხოვრები ათასობით ადამიანის აზრი, თუმცა დემოკრატიაზე ლაპარაკობს, ცხადია სახეზე გვაქვს ორმაგი სტანდარტები. 

   სანქციები, ეს არის ნაბიჯი ომისკენ, რომლისგან მთელი მსოფლიო წაგებული დარჩება. მესამე მსოფლიო ომში არ იქნება გამარჯვებული. 

   დგას თუ არა დღეს მსოფლიო ახალი ცივი ომის ზღვარზე?

   ახალი ცივი ომი დაიწყო 23 წლის წინ, საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, რეიგანის მრჩევლებმა დაარღვიეს ყველა შეთანხმება, რასაც მან მიაღწია გორბაჩოვთან. მათ გააფართოვეს ნატო აღმოსავლეთით რუსეთის საზღვრებამდე, მათ დაარღვიეს ყველა შეთანხმება იარაღის გამოყენებაზე, რომელიც არსებობდა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის, ისინი აფინანსებდნენ და ორგანიზაციას უწევდნენ ფერად რევოლუციებს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, სადაც სტალინი დაიბადა.

   დღეს საქართველო დასავლეთის მარიონეტია, ახლა მიდის მისი ნატოში გაწევრიანების განხილვა, რაც ნიშნავს უფრო მეტ სამხედრო ბაზებს რუსეთის საზღვართან, ახლა კი უკრაინით დაკავდნენ, უკრაინაც მარიონეტად უნდათ, რომ აქციონ, რაც იგივეს ნიშნავს-ბევრი სამხედრო ბაზა რუსეთის საზღვართან. ვაშინგტონი რუსეთთან კომფრონტაციაში შევიდა, სიტუაცია უაღრესად სერიოზულია, ისინი აცხადებენ-დაგვნებდით, თორემ ომი გარდაუვალი იქნება!"-ამბობს რობერტსი.

 

4-09-2014, 13:08
უკან დაბრუნება