ივერიონი / ირაკლი ალასანია: საქართველო NATO-სთან თანამშრომლობით გამორჩეულია!

ირაკლი ალასანია: საქართველო NATO-სთან თანამშრომლობით გამორჩეულია!

  საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებით, "ნატო-ში არსებობს ერთსულოვნება, რომ საქართველო გამორჩეულია თავისი შესაძლებლობებით, ურთიერთობებით, ალიანსთან თანამშრომლობის გამოცდილებით".განცხადება  ამის შესახებ მინისტრმა უელსში ქართველ ჟურნალისტებსტებთან საუბრისას გააკეთა .
  "ფინელ და კანადელ კოლეგასთან უკვე დავაყენეთ საკითხი საქართველო-ნატოს პაკეტის შესრულების და ხორცშესხმის კუთხით, რომ აქტიურად ჩაერთონ იმპლემენტაციის პროცესში და მათ მიიღეს ეს წინადადება. არსებობს ერთსულოვნება, რომ საქართველო გამორჩეულია თავისი შესაძლებლობებით, ურთიერთობებით, ნატო-სთან თანამშრომლობის გამოცდილებით. დაიწყება ახალი ფორმატი, რომელიც ქვეყნისთვის გაძლიერებული შესაძლებლობებისაა. მინდა, გითხრათ, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ასპირანტ ქვეყნებში, რომელიც გახდა ახალი ფორმატის და ინიციატივის ნაწილი. ეს ჩვენთვის საამაყოა და მოგვცემს საშუალებას, ჩავერთოთ ოპერაციების ადრეული დაგეგმარების, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის პროცესებში, რომელშიც აქამდე მხოლოდ და მხოლოდ წევრი ქვეყნები იყვნენ ჩართულნი. ეს კიდევ ერთი დასტურია ნატო-ს მხრიდან, რომ საქართველო გამორჩეული პარტნიორია და გაწევრიანების გზაზე დგას",- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

5-09-2014, 15:43
უკან დაბრუნება