ივერიონი / დარახველიძეს ლტოლვილები დაეხმარებიან

დარახველიძეს ლტოლვილები დაეხმარებიან

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის დევნილებისადმი მიმართვას, დევნილთა ნაწილი გამოეხმაურა და მას ამ საქმეში დახმარება აღუთქვა.


გუშინ დავით დარახველიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დევნილთა იმ ნაწილს მიმართა, ვინც ბოლო დროინდელ მოვლენებში  არ მონაწილებს.


"მივმართავ დევნილი მოსახლეობის იმ პატიოსან ნაწილს, რომელიც ამ ავანტურაში _ სხვადასხვა შენობებში უკანონო შეჭრებში, არ მონაწილეობს, მოგვაწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ფართს ფლობდნენ მათი მეზობლები ან ნაცნობები მანამ, სანამ სხვადასხვა ობიექტზე უკანონოდ შეიჭრებოდნენ" "ივერიონთან" საუბრისას განსახლების სამინისტროსთან შეკრებილმა დევნილებმა განუცხადეს: "ჩვენ მზად ვართ, ყოველგვარი დახმარება აღვუთქვათ მინისტრს და დავეხმაროთ იმ საქმეში, რასაც თაღლითების გამოვლენა ჰქვია".


დევნილები მინისტრს სთხოვენ, გაიხსნას ცხელი ხაზი, რათა ოპერატილად მოხდეს სამინისტროსთვის ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება.  

1-11-2012, 18:18
უკან დაბრუნება