ივერიონი / ზურაბ აბაშიძე: რუსეთთან ურთიერთობაში ახალი ფურცელი გადაიშალა!

ზურაბ აბაშიძე: რუსეთთან ურთიერთობაში ახალი ფურცელი გადაიშალა!

"ჩვენ რუსეთთან ურთიერთობას  სუფთა ფურცლიდან ვერ დავიწყებთ, რადგან ჩვენ ამ ქვეყანასთან ასეულობით წლები გვაკავშირებს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ურთიერთობა ახალი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ".


ამის შესახებ ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "სუბიექტურ აზრში"  ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.


მისივე თქმით, უკვე გადაიშალა ახალი ფურცელი და რაც მთავარია, რუსეთთან ახალი პოზიტიური, ნორმალური ურთიერთობები უნდა აეწყოს და ასე ნელ-ნელა, საერთო ენის გამოსახვისკენ უნდ წავიდეთ.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ზურაბ აბაშიძე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პირად წარმომადგენლად დანიშნა. 

1-11-2012, 20:15
უკან დაბრუნება