ივერიონი / ალექსანდრე ახალკაცი:-",,ისლამური სახელმწიფო" ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე ალ-ქაიდა"

ალექსანდრე ახალკაცი:-",,ისლამური სახელმწიფო" ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე ალ-ქაიდა"

   არასამთავრობო ორგანიზაციის "ახალგაზრდები ახალგაზრდობისა და მომავლისათვის" ლიდერი ალექსანდრე ახალკაცი რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის შეფასებისას ამბობს, რომ რუსეთი ძალებს იკრებს და მის მიმართ ევროპა და ამერიკა არაა ისეთი მკაცრი, როგორიც უნდა იყოს. უფლებადამცველი ერაყში მიმდინარე მოვლენებზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ პოლიტიკური ისლამი მსოფლიო მშვიდეობის დიდი საფრთხეა

 

   -დავიწყებ იმით, რომ თქვენთვის მოცემულ ინტერვიუში, მინსკის შეხვედრის მიმდინარეობისას რომელიც ჩავწერეთ, სადაც გამოვთქვი ეჭვი, რომ პოროშენკო არ გახლავთ ძლიერი პოლიტიკოსი და პუტინი შეძლებს საკუთარი საჭადრაკო პარტია ათმაშოს მას-თქო, გამართლდა. პუტინი ამ დროისათვის თეთრებით ეთამაშება არა მხოლოდ პოროშენკოს, არამედ ევროპელ ლიდერებსაც. ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ის სულს ითქვამს, ევროპა სანქციების გამკაცრებით იმუქრება თუ ცეცხლი ისევ გაიხსნება. ამასობაში პუტინი მოითხოვს და შეიყვანს სამშვიდობოებს იმ ტერიტორიებზე, რომელთა კონტროლიც მას ფაქტიურად ფართო გასასვლელს მისცემს შავ და აზოვის ზღვებზე და უკრაინა აღმოჩდება ეკონომიკური ბლოკადის საშიშროების წინაშე. ხოლო კონფლიქტი ისევე გაიწელება როგორც ის აფხაზეთში, სამაჩბლოსა და ყარაბაღში. როგორც იგრძნობს პუტინი, ან რუსეთის ნებისმიერი ლიდერი  ამას არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება მის სათვავეში, აუცილებლაად ააფეთქებს გაყინულ კონფლიქტს. ფაქტია რომ ევროპა და ამერიკა არაა ისეთი მკაცრი რუსეთის მიმართ, როგორც ამას მოვლენათა საჭიროება მიოითხოვს. 

   მაქვს ეჭვი, რომ ეს პოლიტიკური ისლამის ,,დამსახურებაა". ცხადია, რომ პოლიტიკური ისლამი მსოფლიო მშვიდეობის დიდი საფრთხეა და ახლა სირიასა და ერაყში მიმდინარე მოვლენები დიდად ყურადსაღებია. ევროპა-ამერიკა თუ დროულად არ მოახდენენ ,,ისლამური სახელმწიფოს" შეჩერებას, მერე გვიან იქნება.

   -თქვენ თქვით, რომ "ევროპა და ამერიკა არაა ისეთი მკაცრი რუსეთის მიმართ, როგორც ამას მოვლენათა საჭიროება მიოითხოვს" და გაქვთ ეჭვი, რომ ეს პოლიტიკური ისლამის ,,დამსახურებაა", რაში სჭირდებათ რუსეთი ევროპას და ამერიკას?

   -აი, სწორედ მათთან საბრძოლველად სჭირდებათ რუსეთი ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს, რუსეთი, რომელსაც ისლამთან ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვს. ხომ დაინახეთ, სირიაში აჯანყებულებმა რა ქნეს? არად ისინი ძალიან მცირე ჯგუფს წარმოადგენდნენ თავიდან, მაგრამ რუსეთის მხარდაჭერის შედეგად...ამერიკა და ევროპა რუსეთის პოზიციის გამო ვერც კი დაეხმარნენ უშუალოდ სამხედროების შეყვანით სამთვრობო ძალებს. ამიტომ, ვფიქრობ ახლა ისინი რუსეთთან კონფრონტაციას მისი მხარდაჭრის მოპოვებას ამჯობინებენ.

   -დღეს მთელი ევროპელი და ამერიკელი მკვლევარები და ექსპერტები საუბრობენ ,,ისლამურ სახელმწიფოს" ქართველ ლიდერზე.

   -რაც შეეხება ,,ისლამურ სახელმწიფოს", მისი ერთ-ერთი ლიდერია ქართველი თარხან ბათირაშვილი, რომელსაც ალ-შიშანს ეძახიან. მართალი ხართ, დღეს მთელი ევროპელი და ამერიკელი მკვლევარები თუ ექსპერტები მასზე საუბრობენ. მისი პოპულარობა დღითიდღე იზრდება, ისევე როგორც დაჯგუფების, რომლის განკარგულებაშიც ამ დროისთვის სირიაში 50000 და ერაყში 30000 მებრძოლია, ანუ ,,ისლამური სახელმწიფო" ბევრად უფრო საშიშია,   ვიდრე ალ-ქაიდა. 

 

რაც შეეხებსა ალ-შიშანს, ბატონი ვახტანგ მაისაია მასზე ჯერ კიდევ მაშინ წერდა, ვიდრე ის სირიაში იმყოფებოდა და თავის მებრძოლებით ერაყში გადავიდოდა და აღიქვამდა სერიოზულ საფრთხედ. მე სირიაში აჯანყებულების მხარეს მებრძოლი ქართველი კაცის გამოჩენის დღიდანვე დავინტერესდი მისით და ვადევნებ თვალს. ის ქართულ ჯარში მსახურობდა, იყო დაზვერვის სერჟანტი, ანუ გავლილი აქვს სპეცმომზადება. 2 წელი დაჭერილი იყო. ის მიხეილ სააკაშვილს ჰყავდა  დაპატიმრებული. 

-"მე ლეგიტიმურ ეჭვს გამოვთქვამ, რომ ამ დროს მისი საბოლოო დამუშავება მოხდა, რადგან არავინ იცის როგორ აღმოჩნდა ის სირიის ომში, დააკვირდით, მისი გათავისუფლება მოხდა 2010 წელს, ანუ იმ დროს, როცა სირიაში ნელ-ნელა იძაბებოდა სიტუაცია და მზად იყო ასაფეთქებლად, სააკაშვილი, რომელიც ჩემი აზრით მჭიდროდ თანამშომლობდა ავღანურ დაჯგუფებებთნ, კერძოდ საუბარია ,,ჰელმიონდში" მის მიერ ქალიბანთან დამყარებულ კავშირზე"-ამის შესახებ ვახტანგ მაისაია არაერთელ სწერდა.

 

ჰელმიონდი ერთ-ერთი დიდი ნარკოცენტრია ავღნეთში. რომელსაც თალიბები აკონტროლებენ. აღარ შევჩერდები იმაზე, რომ ცოტა ხნის წინ დაკავებული 2 ტონა ნარკოტიკიც სააკაშვილის კისერზეა და მის და ნაციონალების კავშირს ადასტურებს ნარკოვაჭრობასთნ, ამის შესახებ მოგვიანებით კიდევ ერთხელ განვაცხადებ, მაქვს ინფორმაცია, როგორ იყიდებოდა საქართველოში ნარკოტიკი.

 

დავუბრუნდეთ ალ-შიშანს.

 

სააკაშვილმა ის დაამუშავებინა სათნადოდ და გაუშვა მოვლენათა ეპიცენტრში. სირიაში აჯანყებულების მხარეს სხვა ქართველებიც იბრძოდნენ, მაგრამ როგორც ჩანს მიშას იმედები მხოლოდ ბათირაშვილმა გაამართლა.

 

საქმე ისაა, რომ დღეს მსოფლიოში სერიოზული პოლიტიკოსის დეფიციტია, არავინ უსმენს მკვლევარებისა და ექსპერტების აზრს, თორემ დიდი ხანია ამერიკაში გაიძახიან,, მუსლიმანური სახელმწიფო" დიდ საფრთხეს შეიცავსო, ლიდერები მაშინ გამოფხიზლდნენ, როცა უკრაინაშიც დრამატული მოვლენებია და იძულებულნი არიან დათმონ რუსეთის სასარგებლოდ, რაც ჩვენთვისაც დიდი საფრთხის შემცველია.

 

ერაყში სამხედერო ოპერაციის დაგეგმვის ერთ-ერთი მთვარი მონაწილე დევიდ კილქულენი აცხადებს რომ ,,ისლამური სახელმწიფო" უდიდესი საფრთხეა მსოფლიოსათვის, ამას გაიძახიან სხვა მკვლევარებიც დიდი ხანია და რა გამოდის რუსეთი?  ის მოკავშირე გახდება ვფიქრობ ამ დაჯგუფებასთან ბრძოლაში და ვიღს ეცლება ჩვენთვის? ეს ისევ რუსეთს გააძლიერებს და მერე ააფეთქებს გაყინულ კონფლიქტებს. ცხადია, რომ ევროპა-ამერიკას ალ-შიშანის გამო უიდიდესი პრობლემები შეექმნა. ხმამაღლა ვაცხადებ, ის სააკაშვილის ,,პროდუქტია"

 

და სამი ტონა ჩავარდნილი ნარკოტიკის გამო თუ შური არ იძიეს თალიბებმა ეს სწორედ ალ_შიშანის დამსახურება მგონია. თორემ გახსოვთ, როცა მიშამ ერთხელ ,,გადააგდო" თალიბები რა დღეში ჩააგდეს ჩვენი ბიჭები, როცა ჩვენს  სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოაწყვეს.

 

ყველა კითხვისთვის ფარდის ასახდელად აუცილებლობად მიმაჩნია შსს-მ ჩაატაროს გამოძიება, თუ რას აკეთებდა და როგორ იყო თარხან ბათირაშვილი გლდანის ციხეში, ეს შესაძლებელია. ამით საბოლოოდ აეხდება ფარდა სააკაშვილის ფიგურას და ის ჰააგამდე მივა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი უამრავი დანაშაულისთვის!

 

8-09-2014, 01:23
უკან დაბრუნება