ივერიონი / ზურაბ აბაშიძის დანიშვნას გრიგორი კარასინი გამოეხმაურა!

ზურაბ აბაშიძის დანიშვნას გრიგორი კარასინი გამოეხმაურა!

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის დანიშვნას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი გამოეხმაურა.

"მე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია – ჩვენ ზურაბ აბაშიძეს კარგად ვიცნობთ, როგორც საქართველოს ყოფილ ელჩს რუსეთში, როგორც გამოცდილ ადამიანსა და დიპლომატს. ჩვენ მას უკანასკნელი წლების განმავლობაშიც არაერთხელ შევხვედრივართ",- აღნიშნა გრიგორი კარასინმა.

პრემიერი იმედოვნებს, რომ მეზობელ ქვეყანასთან უახლოეს პერიოდში აღდგება კულტურული და სავაჭრო ურთიერთობები , ხოლო რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, პრემიერის განმარტებით, "ნებაც რომ იყოს, მალევე ვერ აღდგება".


ქართული მხარე რუსეთისგან საპასუხო ნაბიჯს ელოდება.


შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად ექსპერტი, რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ზურაბ აბაშიძე წარადგინა.

2-11-2012, 10:57
უკან დაბრუნება