ივერიონი / მიხეილ გიორგაძე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდება

მიხეილ გიორგაძე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდება

  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრას გამართავს.

   საუბრის თემა კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მიმდინარე მასშტაბური პროექტები იქნება, მათ შორის ვარძიის კომპლექსის გადარჩენის 4-წლიანი პროექტი, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით ხორციელდება.

9-09-2014, 10:28
უკან დაბრუნება