ივერიონი / გუბერნატორები პრეზიდენტს აღარ დაექვემდებარებიან?!

გუბერნატორები პრეზიდენტს აღარ დაექვემდებარებიან?!

მთავრობის კანცელარიაში მთავრობის რიგით მეორე სხდომა მიმდინარეობს. განსახილველ საკითხთა შორის არის სოციალურად დაუცველთა და დევნილების საკითხი. ასევე მთავრობა განიხილავს საქართველოს ბიუჯეტს, რომლის დამტკიცების საბოლოო ვადად 5 ნოემბერია დასახელებული.


"5 ნოემბრისთვის პარლამენტში კანონის სრული დაცვით წარვადგენთ 2013 წლის ბიუჯეტს, დღეს სხდომაზე კი მოხდება ამ პროექტის განხილვა. ჩვენ გამოვძებნით რესურსებს, რათა ყველა ის დაპირება, რომელიც წინასაარჩევნოდ იყო გაცემული, შესრულდეს! მათი შესრულება მომდევნო წლიდან ეტაპობრივად დაიწყება. მოხდება სამინისტოების დაფინანსების შემცირება, ეს არ შეეხება თანამშრომლების ხელფასებს, მაგრამ მაგალითისთვის, ჩვენ აღარ ავაშენებთ პარლამენტს ქუთაისში. მის მშენებლობაზე აღარ  დაიხარჯება 340 მილიონი, ეს თანხა სრულიად საკმარისია ჯანდაცვის პროექტის განსახორციელებლად", _ განცხადა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.


"3-4 ნოემბერს საქართველოს ბიუჯეტს განვიხილავთ, ზოგიერთი სამინისტროს ბიუჯეტი ძალიან დიდი იყო და ამიტომ მე მივესალმები ხარჯების შემცირებას", - ამბობს კახა კალაძე.


"მთავრობის სტრუქტურის შესახებ კანონში შედის ცვლილება, რომელიც გუბერნატორების საკითხს უკავშირდება. მნიშვნელოვანია, რომ გუბერნატორები საქართველოს მთავრობას ექვემდებარებოდნენ", - აცხადებს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტური მინისტრი დავით ნარმანია.

2-11-2012, 12:07
უკან დაბრუნება