ივერიონი / შოთა მურღულია: სპორტსმენებს სათანადო პირობები თუ არ შევუქმენით, სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ!

შოთა მურღულია: სპორტსმენებს სათანადო პირობები თუ არ შევუქმენით, სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ!

   ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და ააიპ სპორტული გაერთინების ხელმძღვანელმა, კრივის და ფარიკაობის დარბაზები დაათვალიერეს. აღნიშნულ დარბაზებს რეკონსტრუქცია უტარდება. შენობაში სარემონტო სამუშაოები ერთი თვის წინ დაიწყო, იმისთვის, რომ საწვრთნელი პირობები იყოს სათანადო, მთლინად იცვლება ყველაფერი. სამუშაოები ქუთაისის მერიის მხარდაჭერით და ააიპ სპორტულ გაერთიანებათა დაფინანსებით ხორციელდება. ფარიკაობის დარბაზში იატაკი ავარიულ მდგომარეობაში იყო, ამიტომ მიმდინარეობს მისი შეცვლა.

   -,,სპორტში კარგი შედეგების მისაღწევად აუცილებელია სპორტსმენებს შესაბამისი გარემო შვუქმნათ. კრივის და ფარიკაობის დარბაზები სარემონტო სამუშაოებს საჭიროებდა. სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება და სასწავლო საწვრთნელი პროცესიც დროულად დაიწყება."-განაცხადა შოთა მურღულიამ.

დავით ცხვარაძე

10-09-2014, 14:26
უკან დაბრუნება