ივერიონი / გიგი წერეთელი EPP-ს პრეზიდენტს შეხხვდა

გიგი წერეთელი EPP-ს პრეზიდენტს შეხხვდა

   საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმა ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტთან ჟოზეფ დოლთან და გენერალურ მდივანთან ანტონიო ლოპეს ისტურისთან შეხვედრები გამართა. შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ევროპასთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხები და უკრაინაში არსებული ვითარება.

   EPP-ის ხელმძღვანელობამ კვლავ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციას პოლიტიკურ ძალთა შორის თანამშრომლობა სჭირდება და არა ოპოზიციური პარტიის დევნა, მით უმეტეს რუსეთის ამგვარი აგრესიული ქმედების ფონზე.

   აღინიშნა, რომ ევროპარლამენტის ახალი შემადგენლობა და ევროკომისია ფოკუსირებული იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის განვითარებაზე და საქართველოს საკითხებზე.

   გიგი წერეთელი ასევე EPP-ის ვიცეპრეზიდენტს, ევროპარლამენტის წევრს იაცეკ სარიეშ-ვოლსკის, ევროპული სწავლების ცენტრის დირექტორს ტომი ჰუტანენს და სხვა ევროპელ კოლეგებს შეხვდა. ასევე სიტყვით გამოვიდა EPP-ის პოლიტიკური ასამბლეის სხდომაზე.

12-09-2014, 23:19
უკან დაბრუნება