ივერიონი / ოსმან თურანი საქართველოდან მიდის

ოსმან თურანი საქართველოდან მიდის

კომპანია Geocell-ის მთავარი მენეჯერი ოსმან თურანი სამუშაოდ ნეპალში გადადის. ამის შესახებ ჟურნალისტებს მან თავად განუცხადა.


მისი თქმით, შვედური კომპანია "თელიასონერას" გადაწყვეტილებით, საქმიანობას ნეპალში გააგრძელებს, ხოლო საქართველოში კომპანია Geocell-ს წარმოშობით ფინელი ფასი ქოისთინენი უხელმძღვანელებს.


ოსმან თურანმა ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა დღევანდელი შეხვედრისთვის და განაცხადა, რომ 15 წლის განმავლობაში კომპანია Geocell-ის საქმიანობას და საქველმოქმედო აქციებს ქართული მედია სისტემატურად აშუქებდა.


მისივე თქმით, დარჩება კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად და საქართველოში დაახლოებით სამ თვეში ერთხელ ჩამოვა ხოლმე.

2-11-2012, 17:05
უკან დაბრუნება