ივერიონი / "ბოევიკებმა" დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტს შეუტიეს

"ბოევიკებმა" დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტს შეუტიეს

 როგორც "ცენზორ.ნეტ" იუწყება დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტს პანტელეიმონოვსკას შემოგარენში სროლების შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და რვა დაიჭრა. "ბოევიკები" წუხელ შეეცადნენ პანტელეიმონოვსკიდან სხვა დასახლებულ პუნქტ ვასილევსკიში გადასვლას, რისთვისაც 200-მა დაქირავებულმა მებრძოლმა რუსეთის დროშით იერიში განახორციელა უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე. ამის მიუხედავად, უკრაინელმა სამხედროებმა "ბოევიკები", რომლებმაც ჯავშანტექნიკა და ნაღმმტყორცნები გამოიყენეს, მოიგერიეს.

14-09-2014, 16:35
უკან დაბრუნება