ივერიონი / ნინო ბურჯანაძე: ჩვენ აუცილებლად მოვალთ ხელისუფლებაში!

ნინო ბურჯანაძე: ჩვენ აუცილებლად მოვალთ ხელისუფლებაში!

   "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დასავლეთ საქართველოს რეგიონების საკრებულოებში საკუთარი კვოტით გასულ დეპუტატებთან შეხვედრები გამართა. პარტიის ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში გამართულ შეხვედრებზე, რომელიც "IRI"-ის ორგანიზებით განხორციელდა, საუბარი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს შეეხო.

  "ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა, რომ ქვეყანაში არის უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი და ამ კრიზისიდან რეალური, მშვიდობიანი გამოსავალია ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ამავდროულად ხაზი გაესვა იმას, რომ უსწრაფესადაა მოსაგვარებელი საარჩევნო კანონმდებლობა, შესაცვლელია საარჩევნო სისტემა და დასაზუსტებელია ამომრჩეველთა სიები. თუ აქამდე ხელისუფლება მუდმივად იმიზეზებდა დროის არქონას, ახლა საკმაო დროა იმისთვის, რომ უსწრაფესად დაიწყოს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება.

   ყველა აქ მყოფი ადამიანი ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ გასაუმჯობესებელია საარჩევნო გარემო, რადგან შეუძლებელია ძველი კანონმდებლობით არჩევნების ჩატარება. ჩვენ სერიოზულად ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ პოლიტიკური კრიზისიდან, რომ ჩატარდეს ნორმალური არჩევნები და გარწმუნებთ, ჩვენ აუცილებლად მოვალთ ხელისუფლებაში.


   როდესაც ხელისუფლებაში მყოფი გუნდი ვერ ახერხებს თავის შიგნითაც კი პრობლემების დარეგულირებას, ნათლად აჩვენებს იმას, რომ ეს გუნდი ქვეყნის პრობლემებს ვერ მოაგვარებს. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანა შესულია ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში, რომლიდანაც გამოყვანა შეუძლია ახალ ძალას, კომპეტენტურ და გამბედავ პოლიტიკოსებს და ასეთი გუნდი ვართ ჩვენ, "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

16-09-2014, 21:21
უკან დაბრუნება