ივერიონი / პაატა ზაქარეიშვილმა მინისტრის რანგში პირველი ოფიციალური შეხვედრები გამართა

პაატა ზაქარეიშვილმა მინისტრის რანგში პირველი ოფიციალური შეხვედრები გამართა

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს ახალდდანიშნულმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა  სახელმწიფო მინისტრის რანგში პირველი შეხვედრები გამართა.

გასული კვირის განმავლობაში შედგა სახელმწიფო მინისტრის გაცნობითი შეხვედრები საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, კერძოდ: საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელობასთან, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, ისრაელისა და შვეიცარიის ელჩებთან, USAID-ის დირექტორთან, უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის (ECMI) ხელმძღვანელთან, საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის ხელმძღვანელობასთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციასთან.

შეხვედრებზე პაატა ზაქარეიშვილი კიდევ ერთხელ გაეცნო საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორი ქვეყნების პროექტებს, რომლებიც ხორციელდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში, ასევე უცხოელ პარტნიორებს წარუდგინა სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამომავლო მიზნები და მოქმედების გეგმები.

2-11-2012, 20:26
უკან დაბრუნება