ივერიონი / ხვალ ქართველ კაპრალს დაკრძალავენ

ხვალ ქართველ კაპრალს დაკრძალავენ

ხვალ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ რეზო ალავერდაშვილის დაკრძალვის ცერემონიალი გაიმართება. დაკრძალვას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია   დაესწრება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დრომდე ალავერდაშვილი უგვზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მისი იდენტიფიცირება დნმ-ის ანალიზის საფუძველზე მოხერხდა.

რეზო ალავერდაშვილს მცხეთის რაიონის სოფელ ნიჩბისში დაკრძალავენ.

2-11-2012, 21:00
უკან დაბრუნება