მთავარი გვერდი > ირაკლის ალასანიას ციხე ემუქრება?!

ირაკლის ალასანიას ციხე ემუქრება?!


19-09-2014 / 14:57

ირაკლის ალასანიას ციხე ემუქრება?!

  როგორც იურისტი ვალერი გელბახიანი საუბარში აღნიშნავს საქართველოს თავდაცვის მინისტრს ციხე ემუქრება.

  ,,ალასანია თამაშობს ბალანსის პოლიტიკას, მას პრეზიდენტთან შეთქმულება რომ არ დაბრალდეს . გთხოვთ დააკვირდეთ წულუკიანის განცხადებებს, ვიღაცას რომ საბაბი არ მიეცეს ღარიბაშვილისა და ივანიშვილის გუნდში, რომ ალასანია მოღალატეა და უნდა დაისაჯოს, ამიტომ აყვირებს თავისი გუნდის წევრებს. ალასანიას დასჯა გაცილებით ადვილია, ვიდრე პრეზიდენტის. მით უფრო, მასზე არსებობს კომპრომატები, ტყუილად არ შეამოწმა აუდიტის სამსახურმა თავდაცვის სამინისტრო და თუკი ის დამოუკიდებელ თამაშს წამოიწყებს, მას არა მარტო მინისტრის პორტფელს დაატოვებინებენ, არამედ შეიძლება ციხეში აღმოჩნდეს იმ დარღვევების გამო, რაც უკავშირდება სამინისტროში ჩატარებულ ტენდერებს. მერწმუნეთ ღარიბაშვილს ხვალვე შეუძლია გაათავისუფლოს ირაკლი ალასანია, მაგრამ ამას ჯერ არ გააკეთებს. ალასანიასაც შეხედეთ როგორ იქცევა, არც მწვადს წვავს და არც შამფურს", - აცხადებს გელბახიანი.


უკან დაბრუნება