ივერიონი / ვახტანგ ხმალაძე: საერთო საქმეს არ წაადგება ასეთი ურთიერთობა!

ვახტანგ ხმალაძე: საერთო საქმეს არ წაადგება ასეთი ურთიერთობა!

   პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის თქმით, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის არსებული ურთიერთობები საერთო საქმეს არ წაადგება.


  "მიმაჩნია, რომ საერთო საქმეს არ წაადგება ასეთი ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით კონსტიტუციით და კანონით არ არის მკაფიოდ გამიჯნული საგარეო ურთიერთობათა სფეროში პრეზიდენტის და მთავრობის უფლებამოსილებები, ის მაინც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ყველაფერი კეთდებოდეს შეთანხმებულად და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე", - აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.

20-09-2014, 20:09
უკან დაბრუნება