ივერიონი / ირაკლი ღარიბაშვილი: აჭარასა და გურიაში სტიქიით მიყენებულ ზარალს მოსახლეობას სახელმწიფო აუნაზღაურებს!

ირაკლი ღარიბაშვილი: აჭარასა და გურიაში სტიქიით მიყენებულ ზარალს მოსახლეობას სახელმწიფო აუნაზღაურებს!

   აჭარასა და გურიაში სტიქიით მიყენებულ ზარალს მოსახლეობას სახელმწიფო აუნაზღაურებს.  შესაბამისი სახსრები ბიუჯეტიდან ზარალის დათვლის შემდეგ გამოიყოფა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიუ იორკში ჟურნალისტებს განუცხადა.

  მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ მისი დავალებით შექმნილი საგანგებო შტაბი სტიქიის ზონაში 24 საათის განმავლობაში მუშაობს და ინფორმაციას არსებული ვითარების შესახებ მუდმივად აწვდის.

  "შტაბის მუშაობაში ჩართული არიან მინისტრები და ადგილზე აკვირდებიან მოვლენებს. ზარალი, რომელიც უკვე მიადგათ აჭარის და გურიის მცხოვრებლებს, დაითვლება და ჩვენ გამოვნახავთ შესაბამის სახსრებს ბიუჯეტში მისი კომპენსირებისთვის", - განაცხადა პრემიერმა.

26-09-2014, 10:34
უკან დაბრუნება