ივერიონი / საქართველოს რკინიგზას ახალი ხელმძღვანელი ეყოლება?

საქართველოს რკინიგზას ახალი ხელმძღვანელი ეყოლება?

"საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორობის  კანდიდატი შესაძლოა საზოგადოებისთვის მომდევნო კვირას გახდეს ცნობილი.

ამის შესახებ ირაკლი კოვზანაძემ ეკონომიკის სამინისტროში მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და რკინიგზელების შეხვედრის  შემდეგ განაცხადა.

"ახალი ხელმძღვანელის ერთ-ერთი პირველი ფუნქცია და მოვალეობა იქნება, რომ რკინიგზელებს გულდასმით მოუსმინოს და მათი პრობლემები გაითვალისწინოს. ასევე მარტივად გადაწყვიტოს ის საკითხები, რაც ჩვეულებრივ რკინიგზელს აწუხებს", - აღნიშნა კოვზანაძემ.

მისივე თქმით, საპარტნიორო ფონდი და ეკონომიკის სამინისტრო გააკონტოლებენ, რომ რკინიგზელების მიერ დასახელებული პრობლემები უახლოეს მომავალში გადაიჭრას.

"საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ეზუგბაიამ  თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

3-11-2012, 16:18
უკან დაბრუნება