ივერიონი / მამუკა არეშიძე: ჯოხი ორი ბოლოთია, ერთი მხრივ, ვერავითარ მოლაპარაკებებს ვერ ვიწყებთ!

მამუკა არეშიძე: ჯოხი ორი ბოლოთია, ერთი მხრივ, ვერავითარ მოლაპარაკებებს ვერ ვიწყებთ!

   ექსპერტ მამუკა არეშიძეს განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრეგორი კარასინის სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით "იმედთან" გაკეთებული განცხადება მხოლოდ დასავლეთზე და ქართული საზოგადოების იმ ნაწილზეა გათვლილი, რომელსაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ რუსეთი რაიმეს დათმობს. 

 

  "მე ეს განცხადება არ მინახავს, თუმცა თუ მან ასე თქვა, ეს არის დიპლომატიური განცხადება, რომელიც გაკეთდა უფრო დასავლეთისთვის და ქართული საზოგადოების ნაწილისთვის, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსეთი მართლა წამსვლელია, მოცემულ დროში პოლიტიკურ დათმობებზე წავიდეს. თორემ რეალურად, მე არ ვფიქრობ, რომ ამის გაკეთებაში, რასაც კარასინი გვირჩევს, ხელს არ შეგვიშლის თვითონ რუსეთი",-განაცხადა არშიძემ.

 

   "აფხაზეთიც და ოსეთიც შეხვედრების დაწყების პირობად აყენებენ, რომ აუცილებლად ხელი უნდა მოვაწეროთ დოკუმენტს ცეცხლის განუახლებლობის თაობაზე. სხვა შემთხვევაში ლაპარაკი არ უნდათ. ის, რომ ამათ ასეთი პოზიცია აქვთ, რასაკვირველია, მოსკოვის პოზიციითაა განპირობებული. თუმცა, რომ ჰკითხო ოფიციალურ მოსკოვს, ისინი ამბობენ, ჩვენ რა შუაში ვართ, არაფერს ვამბობთო. სინამდვილეში ეს ასე არ არის. ე.ი. ჯოხი არის ორი ბოლოთი, ერთი მხრივ, ვერავითარ მოლაპარაკებებს ვერ ვიწყებთ, იმიტომ რომ მოსკოვი ამის საშუალებას არცერთს არ აძლევს, მეორე მხრივ, აი ასეთი განცხადებები კეთდება, რომ ვითომ შესაძლებელია მოლაპარაკებები დავიწყოთ",-განაცხადა არეშიძემ. 

 

  ცნობისთვის, კარასინმა განაცხადა, რომ მთავარია, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლების დარწმუნება იმაში, რომ მათთვის, ერთ კონფედერაციაში ან ფედერაციაში ცხოვრება საქართველოსთან უკეთესია, ვიდრე დამოუკიდებლად.

26-09-2014, 14:18
უკან დაბრუნება