ივერიონი / გიორგი ონიანი:-"-ყოველი შემდგომი თვე იქნება მეტი პროტესტისა და წინააღმდეგობის მუხტის მატარებელი საქართველოს ხელისუფლების მიმართ"

გიორგი ონიანი:-"-ყოველი შემდგომი თვე იქნება მეტი პროტესტისა და წინააღმდეგობის მუხტის მატარებელი საქართველოს ხელისუფლების მიმართ"

   ადვოკატი გიოგი ონიანი სოციალურ სქელში სტატუსს წერს-"კართან მოდგა შემოდგომა", რომელსაც თან კომენტარებიც ახლავს. კომენტარების წაკითხვის შემდეგ კითხვები გაჩნდა, რის გამოც ივერიონი გიორგი ონიანს დაუკავშირდა.

 

   -ბატონო გიორგი, ერთი კითხვა მაქვს-როგორი იქნება შემოდგომის მეორე თვე და ელით თუ არა პოლიტიკური ტემპერატურის მომატებას?

  -ყოველი შემდგომი თვე იქნება მეტი პროტესტისა და წინააღმდეგობის მუხტის მატარებელი საქართველოს ხელისუფლების მიმართ, საზოგადოება დადგა მარტივი არჩევანის წინაშე, ან გრძელდება სტაგნაცია, როგორც ქვეყნის საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკის კუთხით, ან ვაშორებთ ქვეყნის მართვის სადავეებს როგორც რუს ოლიგარქს, ასევე საეჭვო კრიმინალური წარსულისა და მენტალიტეტის მქონე ადამიანებს.

  -თუ გადავხედავთ კომენტარებს, რომელიც თქვენს სტატუსს ერთვის, გაჩნდება კითხვა-როდის და რას იწყებს "ნაციონალური მოძრაობა"? რას ელოდებიან მოძრაობის მხარდამჭერები?

  -"ნაციონალური მოძრაობა" აგრძელებს განვითარებას და განახლებას, ასევე მუშაობს ქვეყნის განვითარების კონცეფციაზე, რომელშიც მთავარი როლი პოლიტიკოსებთან ერთად ხალხს ეკუთვნის. ძალიან მალე სწორედ საქართველოს მოსახლეობასთან და ყველა პატრიოტულ ძალასთან ერთად მოგვიწევს საქართელოს იმ ჩიხიდან გამოყვანა, რომელშიც ორი წელია უმწეოდ ვდგავართ და ვცილდებით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და განვითარების ერთადრთ გარნტიას- ევროპულ ოჯახს.

  - ზაზა გაბედავამ "კავკასკაია პოლტიკას" მისცა ინტერვიუ, სადაც ამბობს, რომ "სააკაშვილი და მისი მომხრეები მაედანის თბილისში გადატანას აპირებენ", რას იტყვით ამაზე?

  -არამხოლოდ თბილისში, ქვეყნების დემოკრატიული განვითარება და სწრაფვა უკეთესი მომავლისათვის შეუქცევადი პროცესია, ასე რომ წითელ მოედანს მიხედოს ,,ბატონმა" ზაზამ, ემანდ მარცხი არ მოუვიდეს...

 

26-09-2014, 22:36
უკან დაბრუნება