ივერიონი / პრეზიდენტი სამძიმარს უცხადებს რეზო ალავერდაშვილის ოჯახს

პრეზიდენტი სამძიმარს უცხადებს რეზო ალავერდაშვილის ოჯახს

საქართველოს პრეზიდენტმა ღრმა მწუხარება გამოხატა 2008 წლის აგვისტოს ომში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის, კაპრალ რეზო ალავერდაშვილის გარდაცვალების  გამო და მის ოჯახს თანაგრძნობა გამოუცხადა.

აგვისტოს ომში დაღუპული 21 წლის კაპრალ რეზო ალავერდაშვილს ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევდნენ და მისი იდენტიფიცირება დნმ-ს ანალიზით გახდა შესაძლებელი.

კაპრალი ალავერდაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან IV ქვეით ბრიგადაში მსახურობდა და იგი დაჯილდოებულია მედლით - "სამშობლოსათვის თავდადებული".

3-11-2012, 16:54
უკან დაბრუნება